მთავარისაქართველოსტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთთან მორიგ დავაში გაამართლა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთთან მორიგ დავაში გაამართლა

საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი საერთაშორისო დავა გადაწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“.

ამის გარდა, სტრასბურგის სასამართლომ იურიდიულად კიდევ ერთხელ ცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპანტად გადაწყვეტილების დოკუმენტში რუსეთია მოხსენიებული.

სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა გამართა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად“,- წერია სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend