მთავარისაქართველო"დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია", - სალომე...

“დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია”, – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც ახალი ფორმით, “თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს”.

“ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, რომელმაც როგორც ჩანს, რაღაც ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგები, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი მისალმების თუ დაჩოქების”, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომავალი ახალგაზრდების ხელშია და ისინი უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან სწრაფად აიღონ ხელში სადავეები.

“ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში – ის ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში. რამეთუ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშევილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მომზადებაა საჭირო. როგორც საკუთარი თავის იმედად ყოფნის, ასევე პარტნიორების.

“ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველასი ერთად. როცა გადავწყვეტ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ. როგორც აქამდე ყოველთვის, გეტყვით ვის ვხვდები და როდის დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend