მთავარიევროპაუნგრეთიბუდაპეშტის მიტოვებულ ზოოპარკში განათების გამოფენა მიმდინარეობს

ბუდაპეშტის მიტოვებულ ზოოპარკში განათების გამოფენა მიმდინარეობს

ბუდაპეშტის ზოოპარკი ისევ გაცოცხლდა. უზარმაზარი საჰაერო ბურთის მსგავსი ნაგებობა ფინანსების არარსებობის გამო რამდენიმე წელია მიტოვებულია.

ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მშენებლებსა და ხელოსნებს შეეძლოთ. თუმცა, ახლა, მიტოვებული ზოოპარკის სივრცეს ერთი თვის განმავლობაში პუმების, ლიანებისა და ჩანჩქერების განათებები დაამშვენებს.

გამოფენაზე 50-მა ცნობილმა უნგრელმა თუ უცხოელმა მხატვარმა იმუშავა. ზვიგენებისთვის განკუთვნილი სამმილიონლიტრიანი აკვარიუმის ნახვისას, დამთვალიერებელმა შეიძლება თავი ავატარის სამყაროში იგრძნოს. არაამქვეყნიური  გარემოს აღქმას არონ პფიცნერის მუსიკაც უწყობს ხელს. მან ნაწარმოებები სპეციალურად გამოფენისთვის შექმნა.

გამოფენის ორგანიზატორი და მხატვარი მატიას კალმანი ამბობს, რომ ეს ევროპაში ყველაზე დიდი გამოფენაა.

„შევეცადეთ, ისეთი ნამუშევრები შეგვერჩია, რომლებიც ბუნებასთანაა დაკავშირებული. არის ნამუშევრები, რომლებითაც შეგიძლიათ უსასრულობა შეიგრძნოთ. ზოგი ნამუშევარი ვარსკვლავების თემაზეა, ზოგიც მიკრობიოლოგიურ მოვლენებზე. ასე რომ, ბუნება არის თემა, რომელიც ამ გამოფენას აერთიანებს,“ – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი, მატიას კალმანი გამოფენის ორგანიზატორი.

გამოფენაზე ერთკილომეტრნახევრიან მანძილზე 30 ინსტალაციაა მოწყობილი. დამთვალიერებლებს მათი ნახვა გიდთან ერთად შეუძლიათ.

ტრადიციული სამუზეუმო გამოფენებისგან განსხვავებით, სტუმრებს ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმლის მიღებაც შეუძლიათ.

მაროკოდან ჩამოსული აიდა უნგრელი მხატვრების შემოქმედებითა და პროფესიონალიზმით გაოცებულია.

„აქ ყველაფერი ძალიან უცნაურია. ჩემი პირველი შთაბეჭდილებაც ეს იყო. თუმცა გამოფენა ნამდვილად მომწონს. აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა, რაც არაჩვეულებრივია“.

უნგრეთის დედაქალაქში გამოფენა 8 დეკემბრის ჩათვლის გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend