მთავარიევროპასერბეთისერბეთში საპროტესტო აქციები იმართება

სერბეთში საპროტესტო აქციები იმართება

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც პირველ ნოემბერს რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათგან ერთ-ერთი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ნოვისადის“ სადგური 1964 წელს აშენდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მას რესტავრაცია ორჯერ ჩაუტარდა. სამუშაოებს ჩინური კომპანიები ასრულებდნენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, სახურავის ჩამონგრევა კორუფციასა და გამჭვირვალობის არარსებობას უკავშირდება.

მასშტაბური დემონსტრაციების შედეგად დააკავეს 11 ადამიანი, რომლებიც სადგურის განახლების სამუშაოებში იყვნენ ჩართული. დაკავებულთა ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის. მათ ბრალად ედებათ ის, რომ არ დაიცვეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

გუშინ, 21 ნოემბერს დემონსტრანტები შეიკრიბნენ სასამართლოსთან, სადაც ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ისინი რადიკალურად განწყობილ აქტივისტებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ჩემი მთავარი გზავნილი სერბეთის ყველა მოქალაქისადმი ისაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ მოძალადეებზე. ჩვენ მათზე გავიმარჯვებთ ყველგან, კანონის უზენაესობით, არჩევნებით. ჩვენ ვაჩვენებთ მათ, რა განსხვავებაა ნორმალურ, ღირსეულ სერბეთსა და მჩაგვრელების სერბეთს შორის. ჩვენ რადიკალების ოდნავაც კი არ გვეშინია“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი.

ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სერბული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის მშენებლობის მინისტრი გორან ვესიჩი, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ მალევე გადადგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend