უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ყველაზე დაუნდობელ იერიშს უპირისპირდებიან.
ურთულესი ვითარებაა აღმოსავლეთ ფრონტზე. საოკუპაციო ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და ჭარბი ცოცხალი ძალის გამოყენებით ინტენსიურ იერიშებს განაგრძობენ. „დეილი მეილის“ კორესპონდენტმა დევიდ პატრიკარაკოსმა, რომელიც ხშირად აშუქებს რუსეთის ომს უკრაინაში, ევრონიუს ჯორჯიას უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო.