მთავარისპორტი„ქუთაისი 2010” „პრიევიძასთან” მესამე ოვერტაიმში დამარცხდა

„ქუთაისი 2010” „პრიევიძასთან” მესამე ოვერტაიმში დამარცხდა

„ქუთაისი 2010” ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში სლოვაკურ „პრიევიძას” დაუპირისპირდა.

შეხვედრა მესამე ოვერტაიმში „პრიევიძას” გამარჯვებით, 108:104 დასრულდა.

იქიდან გამომდინარე, რომ სლოვაკეთში გამართული მატჩი „პრიევიძამ” 8-ქულიანი სხვაობით მოიგო, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსის მოსაპოვებლად ქართულმა გუნდმა საქმის ბოლომდე მიყვანა და დაპირისპირების 9-ქულიანი უპირატესობით მოგება სცადა. კოტე ტუღუშის გუნდს მატჩის მოგება სამჯერ შეეძლო, თუმცა საქართველოს ჩემპიონმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა და სამ შემთხვევაში მეტოქის კალათს განზრახ არ შეუტია. მესამე ოვერტაიმში კი გამარჯვება სლოვაკებმა მოიპოვეს.

„ქუთაისიდან” ყველაზე მეტი, 31 ქულა ელაია ჯოინერმა მოიპოვა. ამერიკელმა კალათბურთელმა 7 პასი და 6 მოხსნაც მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი კორსანტიამ, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 12 მოხსნაა. გიორგი ოჩხიკიძემ 16 ქულა ჩააგდო, მიშ ბერიშვილმა 11, აკაკი დვალიშვილმა კი მატჩი 8 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა მარქილ სმიტმაც.

„ქუთაისი 2010” ევროტურნირზე მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, „ბილბაოსთან” სტუმრად გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend