მთავარიკულტურა„ასეთი წვრილმანები”

„ასეთი წვრილმანები”

პირველი „ოსკარის“ მიღებიდან 7 თვის შემდეგ, კილიან მერფი კვლავ ეკრანებს უბრუნდება ფილმში სახელწოდებით – „ასეთი წვრილმანები“ ის ერთდროულად მთავარ როლსაც ასრულებს და პროდიუსერიც არის.

ისტორიული დრამის „ასეთი წვრილმანების“ რეჟისორი ტიმ მილანტსია.

ფილმი ირლანდიელი მწერლის, კლერ კიგანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. მოვლენები ვითარდება 1980-იანი წლების ირლანდიაში მდებარე პატარა ქალაქში, სადაც ნახშირით მოვაჭრე კაცი, ბილ ფერლონგი ერთ დღეს აღმოაჩენს შოკისმომგვრელ სიმართლეს ქალებზე ძალადობის შესახებ.

ძალადობა, რომელიც ე.წ. „მაგდალინელის სამრეცხაოებში“ ხდებოდა, სადაც ქალებს ანაზღაურების გარეშე აიძულებდნენ, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას, მათ შვილებს კი აშვილებდნენ.

მსახიობი კილიან მერფი შემოქმედებით პროცესზე საუბრობს.

„შემოქმედებითი პროცესი თითქოს ძალიან მარტივი ამბავია, მაგრამ  ამასთან წარმოუდგენლად რთული. და ეს არის ის, რაც მე მიზიდავს. ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. თვეების განმავლობაში გრძელდება გადაღებები, შენ ცხოვრობ ამ როლით და ფიქრობ ყველაფერზე, რაც შენზე ძალიან მოქმედებს“, – ამბობს მსახიობი და პროდიუსერი კილიან მერფი.

ფილმის რეჟისორი, ტომ მილანტსი ამბობს, რომ ეს ფილმი მის პირად მწუხარებასაც აღწერს.

„ძალიან დიდი ტკივილი განვიცადე, როცა ძმა დავკარგე. ეს ტკივილი მუდმივად მიახლდება. ვფიქრობ, რომ ფილმზე მუშაობამ კილიანთან ერთად, შინაარსში ასე ღრმად ჩაძირვამ და ყველაფრის გაანალიზებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ეს ძალიან საინტერესო იყო“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ტიმ მილანტსი.

წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი “ასეთი წვრილმანებით” გაიხსნა. მსახიობმა ემილი უოტსონმა  კი მოიგო ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

ფილმის პრემიერა ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში 2024 წლის 1 ნოემბერს, ხოლო შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს შედგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend