მთავარიევროპაუკრაინარუსეთში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ფიზიკურად და მორალურად აწამებენ

რუსეთში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ფიზიკურად და მორალურად აწამებენ

უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, 10 უკრაინელი სამხედრო ტყვიდან ცხრას მორალურად და ფიზიკურად აწამებენ. რუსმა სამხედროებმა ბევრი, ტყვედ აყვანამდეც დასაჯეს სიკვდილით.

ფიზიკური და მორალური წამება, სექსუალური ძალადობა, უკანონო განაჩენი და სიკვდილით დასჯა – ამ ყველაფერს უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტყვეობაში განიცდიან.

უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, რუსეთიდან დაბრუნებული ტყვეების 90%-მა განაცხადა, რომ მათ რუსეთის ციხეებში აწამებდნენ. ეს კი ჟენევის იმ მესამე კონვენციის დარღვევაა, რომლის ხელმომწერიც თავად მოსკოვია.

ჟენევის მესამე კონვენცია ადგენს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის კონკრეტულ წესებს, რომელთა მიხედვით, ტყვეებს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად, გაუწიონ სამხედრო დახმარება და უზრუნველყონ საკმარისი საკვებითა და ტანსაცმლით. მისი თქმით, ჰუმანიტარული აქტივობები, მათ შორის საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ (ICRC) ან ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი სამხედრო ტყვეების უფლებების დაცვა და მათი გათავისუფლებაა, არ უნდა შეფერხდეს.

„წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თითქმის 3,500 ტყვე მოინახულეს როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში, თუმცა ამბობენ, რომ მათ მაინც არ აქვთ სრული წვდომა ყველა ტყვეზე.
რუსული ტყვეობიდან დაბრუნებული უკრაინელი ჯარისკაცები და რუსეთის ციხეებში მყოფ პატიმართა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულების შესახებ ვერ იგებენ ინფორმაციას, მათ ისიც კი არ იციან, ცოცხლები არიან თუ არა უკრაინელი ტყვეები.
რუსეთში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი გზა ტყვეების გაცვლაა. მხოლოდ მათ შეუძლიათ ისაუბრონ უფრო დეტალურად რუსეთში არსებულ ვითარებაზე.

სერჰი როჩუკმა, აზოვის ბრიგადის ოფიცერმა, ექიმმა და მარიუპოლის დამცველმა, ერთი წელი გაატარა რუსეთის ტყვეობაში, სადაც მას აწამებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ.

„თითქმის ყველა მათგანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ისინი საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფებიან, არ უწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, აწამებენ, ჩაგრავენ და ფიზიკურად თუ მორალურად ძალადობენ“, – ამბობს როჩუკი.

ამჟამად აზოვის ბრიგადის 900 ჯარისკაცი რჩება რუსულ ტყვეობაში. მათგან დაახლოებით 100-ს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა. რუსი პროკურორები უკრაინელ პატიმრებს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend