მთავარისაქართველოსუსი განცხადებას ავრცელებს და საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში ყალბ ჩანაწერებზე საუბრობს

სუსი განცხადებას ავრცელებს და საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში ყალბ ჩანაწერებზე საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

მათი ცნობით, აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც უწყების განმარტებით, საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend