მთავარისაქართველოედუარდ კოკოითი: „გუდოსა და თრუსოს ხეობები ჩვენი ტერიტორიებია"

ედუარდ კოკოითი: „გუდოსა და თრუსოს ხეობები ჩვენი ტერიტორიებია”

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო „ლიდერი“ ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის „ურთიერთპატიებისა და შერიგების“ ინიციატივას გამოეხმაურა.

კოკოითი ქართული ხელისუფლების განცხადებებს დადებითად აფასებს, ხოლო მმართველ გუნდს უწოდებს „პროგრესულ ძალას“, რომელიც „მზად არის რუსეთთან შეხვედრაზე წავიდეს“. ამასთანავე, ედუარდ კოკოითის მიუღებლად მიაჩნია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების განცხადებები ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, თბილისს კი მტერს უწოდებს.

ოკუპირებული რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო „ლიდერი“ თბილისს ტერიტორიულ საკითხებზეც ედავება და გუდოსა და თრუსოს ხეობას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

„გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთსა და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ხელი მოვაწეროთ შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია”, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე-ფაქტო „ლიდერმა“ ედუარდ კოკოითიმ.

მანამდე ედუარდ კოკოითი სხვა ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა თბილისს ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ ერთად „რუსეთისა და ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შევიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend