მთავარიაზიალიბანიევროკავშირი ლიბანის დასახმარებლად საჰაერო ხიდის ოპერაციას იწყებს

ევროკავშირი ლიბანის დასახმარებლად საჰაერო ხიდის ოპერაციას იწყებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის შედეგად ქვეყანაში დაზარალებულთა მხარდასაჭერად ლიბანში ევროკავშირის ინიციატივით ჰუმანიტარული მარაგებით სავსე სამი თვითმფრინავი ჩაფრინდება. პირველი თვითმფრინავი ბეირუთში 11 ოქტომბერს ჩავა.

„ევროკავშირი მის ხელთარსებულ ყველა გადაუდებელ ინსტრუმენტს იყენებს ლიბანისა და მიმდინარე კრიზისის შედეგად დაზარალებული ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ვიწყებთ ჰუმანიტარული საჰაერო ხიდის ოპერაციას. ის ითვალისწინებს ლიბანში სამი თვითმფრინავის ჩასვლას, რომლებიც სავსეა ჰუმანიტარული დახმარების საგნებით. თვითმფრინავებით ლიბანელი ხალხისთვის სხვადასხვა მედიკამენტს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჰიგიენურ საშუალებასა და თავშესაფრებში მყოფი ადამიანებისთვის საჭირო ნივთებს ჩაიტანენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ბალაზს უჯვარმა.

ლიბანის მთავრობის შეფასებით, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირად იქცა ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend