მთავარიკუბიკომუნისტური მიმები ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატზე

კომუნისტური მიმები ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინო-ამერიკელი ემიგრანტების გაერთიანებებში ისმის კითხვა – არის თუ რა კამალა ჰარისი კომუნისტი? უმსხვილესმა ესპანურენოვანი ფაქტების გადამმოწმებლის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომლის ფარგლებშიც საუბარი იყო მის კომუნისტურ ან სოციალისტურ შეხედულებებზე. ეს მტკიცებულები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ის კანდიდატი გახდა.

ერთ-ერთ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც პლატფორმა იქსზე გავრცელდა, ჩანს, თითქოს კამალა ჰარისი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი ფოტოებს იღებენ ამერიკაში არსებული ულტრამემარცხენეთა ჯგუფის „რევოლუციონერი ამერიკელი კომუნისტების” ბანერის ფონზე.

ეს ვიდეო არის გაყალბებული. ამის შესახებ უკვე გაკეთებული აქვს კომენტარი პლატფორმა იქსის ადმინისტრაციას, რადგან მონიშნულია უკვე როგორც “მანიპულაცია”.

ფაქტების გადამმოწმებლები აღნიშნავენ, რომ კომუნისტური და სოციალისტური შეხედულებები ერთგვარი საფრთხობელაა, რითაც განსაკუთრებით აშინებენ მაგალითად, კუბიდან ან ვენესუელად წასულ ადამიანს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

სიტუაციას „არ ეხმარება“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის ტვიტები.  მასკი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოს ავრცელებს, სადაც კამალა ჰარისს თითქოს აცვია სამოსი აკომუნისტური სიმბოლიკით , ისევე როგორც ტრამპის დადებული ფოტო, ასევე ხელოვნურ ინტელექტით გაკეთებული, თითქოს კამალა ჰარისის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე იმყოფება.

კომუნისტური პარტიის ბილეთი ბბს ვერიფაიმ გადაამოწმა და დაადგინა, რომ პარტბილეთის გამოსახულება აღებულია ვებგვერდიდან, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შაბლონიდან შექმნას კომუნისტური პარტიის ბილეთი და ჩასვას ნებისმიერი ადამიანის ფოტო. ბილეთი რუსულ ენაზეა შედგენილი და კამალა ჰარისის სტუდენტობის დროს გადაღებული ფოტოა ჩასმული. ამის გადამოწმება ასევე შესაძლებელია პარტიული ნომრით, ინტერნეტში სხვა ადამიანის ასეთივე პარტიული ბილეთი არსებობს.

კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით მაგალითად, იგივე ამბავს რუსულ ენაზე მოვძებნით, დავინახავთ, რომ პირველწყარო ამ მოგონილი ამბის იყო რუსული სატირული ვებგვერდი “პანორამა”, რომელსაც სათაურშივე აწერია, რომ ის სატირული გამოცემაა და ყველა ახალი ამბავი გამოგონილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend