მთავარიევროპაგერმანიაბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში ბრანდენბურგის მხარის ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მოქმედი ხელისუფლების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ოლაფ შოლცის პარტიამ რამდენიმე ხმით მეტი მიიღო, ვიდრე პარტიამ ,,მემარჯვენე ალტერნატივა – გერმანიისთვის“.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის, მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ ხმათა 30.9%-ის, ხოლო ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ AfD-მ 29.2%-ის მოპოვება შეძლო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი მიემართება საარჩევნო უბნისკენ, პოტსდამი, გერმანია, 22 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Michael Bahlo/dpa via AP

მემარცხენე პარტიამ, სარა ვაგენ-კნეხტის ალიანსმა (BSW), რომელიც ხშირად მოუწოდებს ბუნდესტაგს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისკენ, წინასწარი შედეგებით, ხმათა 13.5% აიღო.

„ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი პარტიისა და ბრანდენბურგის მხარისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან კამპანიის დასაწყისში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო“, – განაცხადა ბრანდენბურგის შტატის გუბერნატორმა დიტმარ ვოიდკემ.

ალტერნატივა – გერმანიისთვის“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელმაც გერმანიის ადგილობრივ არჩევნებში მოიგო. ოლაფ შოლცმა გამოთქვა სურვილი, მომავალი წლის ფედერალურ არჩევნებზეც პარტიის კანდიდატი იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend