რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალები მასშტაბურ სწავლებას აანონსებს. კრემლის ინფორმაციით, საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ხომალდები ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანისა და ბალტიის ფლოტებიდან.
სწავლებები სხვადასხვა საზღვაო აკვატორიაშია დაგეგმილი, მათ შორის კასპიის ზღვაში სადაც კასპიის ზღვის ფლოტილია ჩაერთვება. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, საზღვაო მანევრებში 300-მდე ხომალდი და კატერი, ასევ,ე წყალქვეშა ხომალდი, 50-მდე საფრენი აპარატი, 200-ზე მეტი სპეციალური საბრძოლო ტექნიკა და 20 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი მიიღო.
რუსულ სამხედრო გემებთან და წყალქვეშა ნავებთან ერთად აღლუმში მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ძალების ეკიპაჟებმა ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ალჟირიდან.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი…
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) July 29, 2024
რამდენიმე დღის განმავლობაში სწავლებაში მონაწილე პერსონალი და სამხედრო საშუალებები 300-ზე მეტ სხვადასხვა საბრძოლო დავალებას შეიარაღების პრაქტიკული გამოყენებით შეასრულებენ – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სტრუქტურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ წვრთნების მთავარი მიზანი სამხედრო საზღვაო ძალების მართვის პროცესისა და საბრძოლო დავალებებისთვის მზადყოფნის დონის შემოწმებაა.