მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანის სამშვიდობო მისია უკრაინაში

ვიქტორ ორბანის სამშვიდობო მისია უკრაინაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება შესთავაზა.

შეხვედრაზე ორბანმა ზელენსკის უთხრა, რომ ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. მისი აზრით, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა Copyright Zoltan Fischer/MTI via AP

ორბანს ევროკავშირის ლიდერებს შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მისი ვიზიტიც მოულოდნელი იყო უკრაინაში. ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერს არაერთხელ გამოუხატავს თავისი აზრი რუსეთთან დაკავშირებით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რეგულარულად ბლოკავდა, აჭიანურებდა ან ხელს უშლიდა ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია როგორც ზელენსკის, ისე ევროკავშირის სხვა ლიდერებში.

მაგრამ 2 ივლისს კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ორბანმა, როგორც ჩანს, გახსნა კარი ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის და განაცხადა, რომ ასეთი ოფიციალური ვიზიტის დროც დადგა.

მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ორბანი ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია წარსულში არსებული დავის დავიწყება და მომავალზე დაფიქრება. ორბანს სურს, რომ ორ ქვეყანას შორის უკეთესი ურთიერთობა იყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის უნგრეთს იმ ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ომს გაქცეულ უკრაინელ ლტოლვილებს გაუწია. მისი თქმით, უნგრეთს შესაძლებლობა აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო სამიტში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უნგრეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა როტაციული პრინციპით პირველ ივლისს გადაიბარა. როგორც ცნობილია, უნგრეთმა უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაბლოკა, რამაც სხვა წევრ ქვეყნებში იმედგაცრუება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend