მთავარიევროპაუნგრეთიევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთს დააკისრა, გადაიხადოს 200 მილიონი ევრო თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შეზღუდვის გამო.

გარდა ამისა, თუ უნგრეთი დათქმულ ვადაში ამ თანხას არ გადაიხდის, მას მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე 1 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს თანხები კი ავტომატურად ჩამოიჭრება უნგრეთისთვის გამოყოფილი ევრიკავშირის ბიუჯეტიდან, რომლის დიდი ნაწილიც ამ დრომდე გაყინულია სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი პრობლემების გამო.

„ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებულად სერიოზულ დარღვევას“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავა უნგრეთთან დაიწყო 2020 წელს, როდესაც სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ უნგრეთმა შეზღუდული წვდომა მისცა თავშესაფრის პროცედურებზე მათ, ვინც ქვეყანაში საერთაშორის დაცვას ითხოვდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend