რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ РИА Новости-სთან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ცნობას „ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებული მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“ უწოდა. საკითხს არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენის თაობაზე ინფორმაცია „მთავარ არხს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებენ კრემლთან დაახლოებული ის პირები, რომელთა აქტივობაც წინ უსწრებდა რუსეთთან ჯერ ავიამიმოსვლის აღდგენას, შემდეგ კი, უვიზო მიმოსვლის დაწყებას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.