თურქეთს სითბური ტალღა დაატყდა თავს. მიმდინარე კვირას ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე 8-იდან 12 გრადუსით მეტია, რამაც უკვე იქონია თავისი შედეგი. სინოპტიკოსების ვარაუდით, ტემპერატურის მატება კვლავ მოსალოდნელია.
ქვეყნის დასავლეთისა და სამხრეთის სანაპიროებზე ძლიერი სიცხეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, სითბური ტალღა ყველაზე მეტად ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის არეალში გაძლიერდება.
მურსიაში კი გადაუღებელი წვიმის გამო განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული, ქალაქში ნალექის სახით კვადრატულ მეტრზე 25 ლიტრ წყალს მოელიან.
გასულ დღეს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთ საათში კვადრატულ მეტრზე 50 ლიტრი ნალექი მოვიდა. ყველაზე მეტად კალასპარისა და ალტიპლანოს რაიონები დაზარალდა.
ფერმერების თქმით, ხეებს, მოსავალსა და ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიადგა.
11 ივნისს დილით მოსული ძლიერი წვიმის გამო პალმის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ტერმინალის გარკვეული ადგილები მთლიანად იყო დატბორილი. თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია ფრენების აღდგენის შესახებ. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ბალეარის კუნძულებზე რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა.