მთავარიევროპაუკრაინარუსული მხარე აძლიერებს იერიშების დონეცკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში

რუსული მხარე აძლიერებს იერიშების დონეცკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში

რუსეთმა დონეცკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, გააძლიერა იერიშები.

ბოლო ინფორმაციით, გასული 48 საათის განმავლობაში სელიდოვეში საცხოვრებელ რაიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვლილები არიან 53 წლის მამაკაცი და 13 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს.

იმავე რეგიონში რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სოფელ ოლექსიევო-დრუჟკივკაზე. დაშავდა შვიდი მოქალაქე და დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი.

ეს სოფელი დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული კრამატორსკიდან, დონეცკის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქალაქიდან, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ უკრაინული ძალები. რუსულმა მხარემ იერიში, სავარაუდოდ, მძლავრი ასაფეთქებლებითა და ავიაბომბებით მიიტანა.

AP

ფიქრობენ, რომ მსგავსი შეიარაღება იყო გამოყენებული ხერსონში, კერძოდ, ბერი სლავსკის რაიონში, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ ფრანგი მოხალისეები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთს მიზანმიმართულად მიაქვს იერიში მშვიდობიან მოსახლეობასა და ისედაც უკვე დაზიანებულ დასახლებებზე. მათი თქმით,  რუსების სამიზნე კვლავინდებურად  ენერგოინფრასტრუქტურაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend