ბერლინი ლიეტუვაში აგზავნის ბუნდესვერის სათანადოდ აღჭურვილ და მომზადებულ სამხედრო შენაერთს. 4800 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი ოჯახის წევრებთან ერთად ლიეტუვაში გადადის.
ბალტიისპირეთში უკვე გაემგზავრა ბუნდესვერის საგანგებო მისია, რომელიც მომავალი სამხედრო კონტინგენტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გასწევს. გერმანელი სამხედროები ახალ მისიას დადებითად აფასებენ.
„მე კარგი მოლოდინი მაქვს, ახლის შექმნაში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნოა, არსებული ვითარების გათვალისწინებით ბალტიისპირეთი ერთ-ერთი გადამწყვეტია“, – ამბობს ჰაინრიხი, ბუნდესვერის ლეიტენანტი.
„ადგილზე არაფერია და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენი შეხედულებების თანახმად დავგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და 10 წელში შევძლებთ ვთქვათ, რომ ბევრ დადებითს ჩავუყარეთ საფუძველი“, – ამბობს იოახიმი, ბუნდესვერის მაიორი.
ანდერს ჰასტნერის, ბუნდესვერის პოლკოვნიკის თქმით, „დედაქალაქში განსაკუთრებული განწყობაა, იგრძნობა ადგილობრივი მოსახლეობის დადებითი ემოცია“.
ვილნიუსში გერმანელ სამხედროებს სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი შეეგება და განაცხადა, რომ ლიეტუვას გერმანიის იმედი აქვს და გერმანული ჯარები რეგიონის სტაბილურობას გაზრდიან.
The first soldiers of the 45th armored brigade #Lithuania have just landed in Vilnius, who will take care of the deployment of the entire military unit in Lithuania.
Wilkommen in Litauen! pic.twitter.com/3kFbc3OYyc
— Lithuanian_Armed_Forces (@LTU_Army) April 8, 2024