„ჩემი ხმა გესმით?“ – ერთი წლის წინ ამ შეკითხვას ყველგან გაიგებდით თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში თუ სოფლებში. ეს შეკითხვა დღესაც ისმოდა თურქეთის მოქალაქეებისგან, 6 თებერვალს „საუკუნის კატასტროფის“ წლისთავზე.
„ვერ დავივიწყებთ და ვერც გაპატიებთ“ – ამბობდნენ ქუჩებში შეკრებილები.
„ერთი წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ქუჩაში ვართ. აღარაფერი გაგვაჩნია. გვინდა, რომ ვინმემ რამე მოიმოქმედოს. აღწერაც კი ვერ ჩაატარეს. არაფერი გაუკეთებიათ. არადა, ჩვენ უკვე იმდენი გავიღეთ და კიდევ გვიწევს ფული გადავიხადოთ, რადგანაც გადავრჩით. მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ არც ერთი ჩვენი დაღუპული მოქალაქისთვის სამართალი არ აღსრულებულა?“- ამბობს მსვლელობის მონაწილე სევლა იავანი.
„ადამიანები ცოცხლად დამარხეს. მიატოვეს. ჩვენ გვეგონა, რომ ხელისუფლება ჩვენი მშობელი „მამა“ იყო, თუმცა სახელმწიფომ უმამოდ დაგვტოვა. რამდენიმე დღე ნანგრევებში ვიყავით მიტოვებულნი და ახლაც მარტო ვართ. ვერ დავივიწყებთ იმას, რაც დაგვმართეს…“- ამბობს მუსტაფა ბაჰადირლი, მსვლელობის მონაწილე.
თურქეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები გაგრძელდება და ყველა მოქალაქეს ისევ ექნება საკუთარი სახლი… თუმცა ამ დაპირების აქ ნაკლებად სჯერათ…