რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვა, რაც უკრაინის საზღვარზე მათი სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მოსკოვი აცხადებს, რომ იგი უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ბორტზე კი ამ დროს 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. თუმცა რუსეთს ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაიღუპა ბორტზე მყოფი რუსეთის 9 მოქალაქეც.
A Russian IL-76 strategic airlifter crashed in Belgorod, according to Russian media.
Footage uploaded to Telegram shows the aircraft flying at low altitude before hitting the ground and exploding in a huge fireball. pic.twitter.com/WW5wNsCrFx
— Jimmy Rushton (@JimmySecUK) January 24, 2024
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდის რეგიონში მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული ტყვეთა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გადაჰყავდათ. თუმცა, მისი თქმით, ტყვეების გაცვლის ნაცვლად უკრაინული მხარე ხარკივის რეგიონიდან საზენიტო რაკეტებით დაესხა თავს ამ თვითმფრინავს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. რუსეთმა საქმის გამოძიება დაიწყო.
უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკვე 2 წელია, მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებებს უყენებენ. შესაბამისად, ხშირად ფაქტებისა და სიმართლის დადგენა რთულდება.