მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში ტყის ხანძარი იაგუარების ნაკრძალს საფრთხეს უქმნის

ბრაზილიაში ტყის ხანძარი იაგუარების ნაკრძალს საფრთხეს უქმნის

რიო დე ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის შეფასებით, ხანძრის შედეგად სახელმწიფო პარკის ერთი მესამედი უკვე განადგურებულია.

ძლიერი სითბური ტალღის შედეგად ბრაზილიის სახელმწიფო პარკში, რომელიც მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს, ტყის ხანძრები გაჩნდა.

რიო დე ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის შეფასებით, ხანძრის შედეგად სახელმწიფო პარკის ერთი მესამედი უკვე განადგურებულია. ბრაზილიის სახელმწიფო პარკში გაჩენილი ხანძარი მსოფლიოში იაგუარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკრძალს უქმნის საფრთხეს.

„თუ ხანძრები ყოველწლიურად ასე გაგრძელდა, აქ იაგუარები აღარ იქნებიან. ისინი წავლენ, გადარჩენისთვის ახალ გზებს გამონახავენ, როგორც ეს ქალაქ პოკონეში მოხდა. ადრე იქ იაგურები არ იყვნენ ახლა კი მრავლად არიან“, – ამბობს სახელმწიფო პარკის ბინადარი, ლეონისიო და სილვა.

ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით ბრაზილიის სახელმწიფო პარკში 159 სახის ცხოველი ცხოვრობს. მათ სანახავად კი ბრაზილიაში ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.
ტყის ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებთან ერთად ბრაზილიის ჯარის დანაყოფები და მოხალისეები ცდილობენ. ხანძარი ცხოველებთან ერთად, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ დასახლებებსაც და ტურისტებისთვის განკუთვნილ კოტეჯებს.

„პარკი იწვის და, სამწუხაროდ, მთლიანი ძალისხმევის იქ კონცენტრირება შეუძლებელია, რადგან ასევე საჭიროა კოტეჯების და დასახლების დაცვა. თუმცა, ხანძარი მსოფლიოში იაგუარების ყველაზე დიდი ნაკრძალს უქმნის საფრთხეს“, – ამბობს ვეტერინარი ენდერსონ ბარეტო.

მატო გროსო დო სულის შტატში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც ხანძრის განეიტრალებაა. სამუშაო ჯგუფის ინიციატივით შტატში არსებული ყველა თვითმფრინავი მზადაა მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში დაეხმაროს. მათ მეხანძრეები რეგიონის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში გადაჰყავთ. გარემოს დაცვის ადგილობრივმა მდივანმა განაცხადა, რომ დამატებით 1.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყოფა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend