კატეგორიები

ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს

ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს
Copyright Courtesy of Azertag
ირანულმა დრონებმა აზერბაიჯანში, ნახჭევანის რაზის აეროპორტს დრონებით შეუტიეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, თეირანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი მთავარ სამგზავრო ტერმინალს დაეცა, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.

კიდევ ერთი დრონი კი სოფელ შაკარაბადში არსებული სკოლის შენობის სიახლოვეს ჩამოვარდა. აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.

მომხდარს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მკაცრად დაგმო თეირანის ქმედებები.

დიპლომატიური უწყების განცხადებით, ეს არის თავდასხმა ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევა და ემსახურება რეგიონში არსებული დაძაბულობის გამწვავებას.

ბაქო თეირანისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს და ამ მიზნით საგარეო უწყებაში დაიბარა აზერბაიჯანში ირანის რესპუბლიკის ელჩი, მოჯტაბა დერმიჩილუ.

ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე იტოვებს პასუხის უფლებას, რომელიც, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „უკვე მზადდება“.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ნებისმიერი სახის აუცილებლობის გარეშე.

მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს საჭირო საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, — ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 მარტს ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ირანული დრონის ჩამოგდება, რომელმაც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეები გადაკვეთა და ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.

მოგვიანებით, ანკარამ განაცხადა, რომ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე, სავარაუდოდ, კვიპროსში განლაგებული ბრიტანული სამხედრო ბაზა იყო.

Related news
ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია გაფორმდა