მთავარიმსოფლიო""ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაცია არ არის" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“”ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაცია არ არის” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ “ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაცია არ არის. თურქი ლიდერის თქმით, “ჰამასი” თავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაციაა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მან ისრაელში ვიზიტი გააუქმა. ამერიკის შეერთებული შტატები “ჰამასს” 1997 წლიდან ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისევე როგორც ევროკავშირი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი:””ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, “ჰამასი” გამათავისუფლებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ მიწასა და მოსახლეობას იცავს. ჩვენ ისრაელის სახელმწიფოსთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არასოდეს შევეგუებით ისრაელის მიერ უდანაშაულო მოსახლეობის განადგურებას. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს სჩადის ღაზის სექტორში”.

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend