მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.
„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ.მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.