მთავარიაზიაიაპონიაიაპონიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს

იაპონიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს

წინასწარი დაკავების იზოლატორში ტეცუია იამაგამის მენტალურ ჯანმრთელობას, 6 თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, იმისათვის რომ გაერკვიათ მზად იყო თუ არა ის, სასამართლოს წინაშე წარსადგენად

44 წლის ტეცუია იამაგამს იაპონიის პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს მკვლელობას ედავება.

ბრალდებული, 8 ივლისს სროლიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამავე თვეში ტეცუია იამაგამი, ქალაქ ოსაკაში მენტალური ჯანმრთელობის შესაფასებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რასაც 6 თვე დასჭირდა. ის 2023 წლის 10 იანვარს ქალაქ ნარას პოლიციაში დააბრუნეს.

პროკურორების განცხადებით, ტეცუია იამაგამის ფსიქიკური შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ის მზადაა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მკვლელი ბრალს აღიარებს და მოტივზეც საუბრობს.

პოლიციელების თქმით, ტეცუია იამაგამმა განაცხადა, რომ მან იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და განხეთქილების მომწყობი პოლიტიკოსი, შინზო აბე რელიგიურ ჯგუფთან კავშირების გამო მოკლა.

ინფორმაცია ამ მოტივის შესახებ სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. ტეცუია იამაგამის სავარაუდო სოციალურ ქსელებში, ის საუბრობს იმ წყენაზე, რომელსაც მას რელიგიური ჯგუფის, სახელწოდებით „გამაერთიანებელი ეკლესიის“ მიმართ აქვს, რადგან დედამისმა ამ კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს ძალიან დიდი ოდენობის თანხა შესწირა, რის გამოც ტეცუია იამაგამის ოჯახი გაკოტრდა და მათი ცხოვრება დაინგრა.

იაპონელების ნაწილი სავარაუდო მკვლელს თანაუგრძნობს. ქვეყანაში შეიქმნა პეტიცია, ტეცუია იამაგამის შეწყალების მოთხოვნით, რომელსაც ხელს ათასობით ადამიანი აწერს. იაპონელები ამბობენ, რომ „გამაერთიანებელი ეკლესია“ იაპონიაში კულტად არის ქცეული, რაც აზარალებს ძალიან ბევრ მოქალაქეს და შესაბამისად მათ ესმით, სავარაუდო მკვლელის.

პრემიერ-მინისტრის მკვლელობის საქმის გამოძიებამ შინზო აბეს პარტიასა და ეკლესიას შორის წლების განმავლობაში არსებული ფარული კავშირები გამოავლინა. კავშირები 1960-იან წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც შინზო აბეს ბაბუა, 1957-1960 წლებში პრემიერ-მინისტრი, ნობუსუკე კიში, ეკლესიას იაპონიაში ფესვების გადგმაში დაეხმარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend