მთავარიმსოფლიობაიდენი სი ძინპინს ტელეფონით გაესაუბრება

ბაიდენი სი ძინპინს ტელეფონით გაესაუბრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს ჯერ ომის დამნაშავე უწოდა, შემდეგ კი – მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ტელეფონით გაესაუბრება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს.

გაეროს უშიშროების საბჭომ, ფაქტობრივად, არ გააკრიტიკა რუსეთი, სასტიკად რომ ბომბავს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯანდაცვის მუშაკებს.

რუსეთმა, როგორც იქნა, გააუქმა რეზოლუცია. რუსეთი ითხოვდა დახმარებასა და სამოქალაქო დაცვას მას შემდეგ, რაც ჩინეთმა და ინდოეთმა უარი განაცხადეს მის თანადაფინანსებაზე.

დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში ბარბარა ვუდვორდი ამბობს, რომ რუსეთმა წარადგინა რეზოლუცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა სამოქალაქო პირების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების დაცვას. ბარბარა ვუდვორდს მიაჩნია, რომ ეს  ცინიკური თამაშია, ის დასცინის გატანჯულ ადამიანებს.

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი უწოდა. მისი შეფასებით, უკრაინაში შეჭრა არის ამორალური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით იგი სი ძინპინს გაესაუბრება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრის დროს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებაზე, თუ იგი მხარს დაუჭერს რუსეთს. ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში შესაბამისი რეაქცია ექნება.

ჩინეთის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინი ბოლოს ერთმანეთს ამ წლის თებერვალში შეხვდნენ და ხელი მოაწერეს დოკუმენტთა პაკეტს და გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან ნატოს გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის მიდგომებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend