მთავარიევროპაუკრაინა"ომის ჯარისკაცი" - რვა წელი ფრონტის ხაზზე

“ომის ჯარისკაცი” – რვა წელი ფრონტის ხაზზე

„ომის ჯარისკაცი“ ასე უწოდა ივან სკურატოვსკიმ საკუთარ თავს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2013 წელს შეუერთდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელიც მუდმივად ომის მოლოდინშია.

და ასე ცხოვრობს უკვე მრავალი წელი – მუდმივ მზადყოფნაში, რომ კიდევ ერთხელ, ისევ ახალი ომი დაიწყება.

„მე ვხედავდი ჩემი თანამებრძოლების სიკვდილს. ეს ძლიერი დარტყმა იყო. მაგრამ მესმის, რომ ჯარისკაცები ვართ, ომი მიმდინარეობს, ეს ამ სამსახურის პირობაა. ჩვენ ჯარისკაცები ვართ, ჩვენთან ომია, მოსამსახურეები კვდებიან, ასე ხდება. მაგრამ მე საერთოდ არ ვიყავი მზად მენახა როგორ კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს“, – ამბობს ივან სკურატოვსკი.

ივანი ოჯახის ნახვას ვერ ახერხებს, ამიტომ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში, ზღვისპირა ქალაქ ნიკოლაევში მცხოვრებ ცოლს ვიდეოზარით ესაუბრება.

„ოჯახის ნახვას მხოლოდ დღესასწაულებზე ვახერხებ. ძირითადად ეს წელიწადში ორი თვეა, როცა შემიძლია მათთან რეალური ურთიერთობა მქონდეს. სხვა დროს მხოლოდ ვიდეოზარით ვსაუბრობთ“ – წუხს ივანი

„ვფიქრობდი, რომ ომი რამდენიმე წელი გაგრძელდებოდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომ ეს რვა წელი გაგრძელდებოდა. მეგონა იქნებოდა რაღაც სწავლება, როგორც სხვა სამხედროების შემთხვევაში, დილიდან გახვალ სახლიდან და საღამოს დაბრუნდები. ვერ წარმომედგინა, რომ ეს ასეთი რთული იქნებოდა“, – ამბობს ივანის ცოლი, მარინა სკურატოვსკაია.

2014 წელი კარგად ახსოვს… ახსოვს, როგორ კარგავდა მეგობრებს ბრძოლისას. ამბობს, რომ ამ ტკივილს თითქოს, შეეჩვია, მაგრამ ომმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა.

„მორალური თვალსაზრისით ჩემზე დიდი კვალი დატოვა ომმა, ზოგიერთი ადამიანისთვის უფრო უხეში გავხდი, იმოქმედა იუმორის გრძნობაზეც, ეს ალბათ თავდაცვითი რეაქციაა ექსტრემალურ სიტუაციებში“, – ამბობს ივან სკურატოვსკი

ივან სკურატოვსკი გლოვობს, მაგრამ სიკვდილი მისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend