მსახიობი ალინა სერბანი პირველი ბოშა ქალია, რომელმაც ბუქარესტის ეროვნულ თეატრში სპექტაკლი დადგა. მასში მხოლოდ ერთი ქალი მონაწილეობს და მოგვითხრობს ახალგაზრდა ბოშაზე, რომელიც რასიზმს ებრძვის. სერბანი ხშირად წერს და დგამს წარმოდგენებს ისეთ სოციალურ თემებზე, როგორებიცაა სამართლიანობა, რასიზმი, ჰომოფობია თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ალინა სერბანი კმაყოფილია იმით, რომ საშუალება მიეცა, ეროვნულ თეატრში დაედგა სპექტაკლი. წარმოდგენას სხვა დატვირთვაც აქვს. ამ ისტორიაში ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს, მიუხედავად ეროვნებისა, სოციალური სტატუსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა.
ალინა სერბანი სხვა ბოშებისგან იმით განსხვავდება, რომ მას შესაძლებლობა მიეცა, განათლება ლონდონსა და ნიუ-იორკში მიეღო. სერბანმა 2020 წელს გერმანიაში ჯილდოც მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ბოშა დედოფალი“. ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა დედაზე, რომელიც რინგზე იბრძვის.
ალინა სერბანი ოჯახის წევრებს შორის პირველი იყო, რომელმაც სკოლა დაამთავრა, თუმცა არა უკანასკნელი. მისი ძმისშვილებიც ოცნებობენ, რომ რუმინელების კლასში მოხვდნენ. ალინა სერბანი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ეროვნებისა და წარმომავლობის მიხედვით ადამიანების განსხვავება ჯერ კიდევ გრძელდება.
ალინა სერბანის სპეკტაკლის „მსოფლიოში საუკეთესო ბავშვის“ ნახვა საზოგადოებას ბუქარესტის ეროვნულ თეატრში 11 თებერვლამდე შეეძლება.