მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ჩეხეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

1989 წელს, მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუციის დროს, ჩეხები და სლოვაკები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

ახლა ადამიანებს, რომლებიც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, კიდევ ერთ საკითხზე უწევთ დაფიქრება: რა არის ნამდვილი თავისუფლება? მოგზაურობის, თეატრებში, კონცერტებსა და პაბებში სიარულის უფლება მხოლოდ აცრილ მოსახლეობას აქვს.

აცრაზე უარის თქმით მათ შეიძლება საფრთხეში ჩააგდონ თავიანთი სიცოცხლე, დააზარალონ გარშემომყოფები, ამიტომ მათ შეეზღუდებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პრაღაში ეს კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა, ისევე, როგორც ევროპის დანარჩენ ქვეყნებში.

„კომუნისტებიც კი ვერ ბედავდნენ იმას, რაც დღეს აქ ხდება. ადამიანებს ნამდვილად აღარ აქვთ თავისუფლება. შარშან ერთი რეგიონიდან მეორეში მგზავრობა შეიზღუდა, ბავშვებისთვის სპორტის აკრძალვა და სკოლების დაკეტვა – ეს არ არის თავისუფლება. ტოტალიტარული რეჟიმი ასე იწყება“, – ამბობს აქციის მონაწილე მარკეტა ირანკოვამ.

„არ არის სწორი, ის ადამიანები გამოაცხადო ერის მტრებად, რომლებიც  ვაქცინაციაზე უარს ამბობენ“, – ამბობს აქციის მონაწილე ოლგა პადელკოვა.

უცნობია, ეს ნამდვილი შიშია თუ იმ ადამიანების პროპაგანდის შედეგია, რომლებიც ხალხს არწმუნებენ, რომ ვაქცინა საშიშია?

პროდემოკრატიული პროტესტიდან 32 წლის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკაში ხალხი კვლავ განიხილავს, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, მაგრამ ამჯერად განსხვავებული კუთხით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend