მთავარიაზიაუზბეკეთიუზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შავკათ მირზიოევმა გაიმარჯვა

უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შავკათ მირზიოევმა გაიმარჯვა

უზბეკეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩვენების წინასაწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით მეორე ვადით შავკათ მირზიოევი აირჩიეს.

მაღალი იყო არჩევნების მიმართ დასავლეთის ინტერესი, რადგან ბევრ ქვეყანაში მოსწონთ მირზიოევის მიერ გატარებული რეფორმები. გარდა ამისა, უზბეკეთის მიმართ ინტერესს აძლიერებს ავღანეთთან მისი მეზობლობა, რაც უზბეკეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს ავღანეთთან დაკავშირებული საფრთხის აღკვეთის პროცესში.

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. წინასწარი შედეგების მიხედვით, მან ხმათა 90% მოიპოვა. ოფიციალური შედეგები 31 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, მოსახლეობის 80%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც მირზიოევმა 5 წლის წინ ისლამ კარიმოვისგან გადმოიბარა ძალაუფლება, ცენტრალური აზიური ქვეყანა ბევრად უფრო გახსნილი გახდა, შეიცვალა მისი წინამორბედის რეპრესიული რეჟიმი, გატარდა არაერთი რეფორმა, თუმცა პოლიტიკური სისტემა ძირითადად უცვლელი დარჩა.

მირზიოევს კონკურენციას უწევდა ოთხი ნაკლებად ცნობილი, თუმცა მთავრობის მხარდამჭერი კანდიდატი. ოპოზიციის წევრებს რეგისტრაციის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, მათ არჩევნებზე არ ჰყოლიათ კანდიდატები.

არჩევნებს დასავლეთი დიდი ინტერესით აკვირდებოდა, რადგან ბევრ ქვეყანაში მოსწონთ მირზიოევის რეფორმები, ისინი მხარს უჭერენ უზბეკეთს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასთანავე, უზბეკეთი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყანაა და მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, აღკვეთოს ავღანეთთან დაკავშირებული  საფრთხეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend