ქართული ენა ციფრულ სამყაროში დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბეჭდვის დროს შეცდომების ავტომატურად გასწორება სოციალურ ქსელებში აქამდე შეუძლებელი იყო.
მცდარბეჭდილთა საძმოს პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ პროგრამისტები და ენათმეცნიერები, მიზნად ისახავს ქართულ ენაზე სრულყოფილი ტექსტური ანალიზატორის შექმნას. ამ ეტაპზე მხოლოდ მორფოლოგიური შემოწმებაა შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით იგეგმება სემანტიკური და სინტაქსური შემოწმების დამატებაც.
SpellCheckerGe ანუ მცდარბეჭდილმძებნის სპეციალურ ჩანართის, „ექსტენშენით“, ქრომის ბრაუზერში დაყენებით, ქართული ენის არანორმატიული სიტყვები გაწითლდება და ბეჭდვისასვე შეძლებთ აღმოაჩინოთ შეცდომა და გაასწოროთ ის.
ელექტრონული ბაზა შესავსებია და ჯერჯერობით არ მოიცავს თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენის სრულ ლექსიკურ მარაგს. ჩანართი მუშაობს ფეისბუკისთვის მხოლოდ გუგლ-ქრომის ბრაუზერში, სხვა ბრაუზერებისთვის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.
მისი გადმოწერა შეიძლება Google Web Store-დან.