მთავარიევროპაფინეთიუნგრეთის მთავრობამ მუსიკალურ ფესტივალზე სტუდენტებისთვის 9000 უფასო ბილეთი გამოყო

უნგრეთის მთავრობამ მუსიკალურ ფესტივალზე სტუდენტებისთვის 9000 უფასო ბილეთი გამოყო

ერთწლიანი მძიმე პერიოდისა და დისტანციური სწავლების შემდეგ ამ ზაფხულს უნგრელ სტუდენტებს შეუძლიათ, ცოტა დაისვენონ. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტების სტუდენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ პანდემიასთან ბრძოლის დროს. ახლა კი მათ წასახალისებლად, უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის პირველ დღეს მათთვის 9000 უფასო ბილეთი გამოიყო.

EFOTT-ის“ მუსიკალური ფესტივალის  პირველ დღეს უნგრეთის მთავრობამ 9000 ბილეთი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის გამოყო საჩუქრად, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული და მუშაობდნენ მოხალისეებად. ბევრმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

სტუდენტების თქმით, ეს ნამდვილი თავისუფლებაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საგამოცდო პერიოდი დასრულდა.

მოხალისეებმა უნგრეთში კოვიდთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სტუდენტებმა სასწრაფო დახმარების სამსახურში 62 000 საათი იმუშავეს. 8700 სტუდენტი კლინიკებსა და საავადმყოფოებში იყო. თითქმის ერთწლიანი შრომის შემდეგ მათ ახლა გაიაზრეს, თუ რას ნიშნავს სტუდენტობა.

ღონისძიებაზე უფასო ბილეთით 5000-ამდე სტუდენტი მოვიდა. ფესტივალის დირექტორი გაბორ მასლავერი აღნიშნავს, რომ ეს წარმატებული პროექტია. მას და ფესტივალში ჩართულ თითოეულ ადამიანს მხოლოდ ერთი რამ სურთ – ცოტა ხნით მაინც ყველანი კვლავ ერთად იყვნენ.

ერთწლიანი მძიმე პერიოდისა და დისტანციური სწავლების შემდეგ ამ ზაფხულს სტუდენტებს შეუძლიათ, ცოტა დაისვენონ. პარალელურად უნგრეთში შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმდა. უნგრელები იმედოვნებენ, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა არ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend