საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ათონელის სასახლეში“ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
საუბრის თემაა პოლიტიკური ვითარება, რომელიც შეიქმნა „ქართული ოცნების“ მიერ „მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ.
პრეზიდენტი შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს ვახტანგ მეგრელიშვილს.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა „მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი „ლელოს“ და „მოქალაქეების” ლიდერებსაც. პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა. მათ მიზეზად ის დაასახელეს, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება კრიტიკულად დღემდე არ შეუფასებია.