მთავარისაქართველოსაჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის ანგარიში

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის ანგარიში

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „კონსტიტუციის 78-ე მუხლმა“ ერთწლიანი შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, ანგარიში აღწერს საქართველოს საჯარო სამსახურებში არსებულ ვითარებას, სისტემურ გამოწვევებსა და საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ტენდენციებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც 2025 წელს სამსახურების ხვადასხვა მიზეზით, იძულებით დაატოვებინეს და რომელთა ნაწილიც სასამართლო დავებს აგრძელებს. ანგარიშის არდგენას დაესწრო საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

2024 წელს მასშტაბური პროტესტის დაწყებიდან მალევე შეიქმნა ევროინტეგრაციის მხარდაწმერი სპეციალური პეტიცია, რომელსაც საჯარო მოხელეები აქტიუად აწ4ერდნენ ხელს. 2024-2024-2025 წლებში საჯარო სექტორიდნ გათავისუფლებული პირების დიი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გაშვება სწორედ ამ პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირდბა.

ამ ბრალდებებს მმართველი პარტია უარყოფს – „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ რეორგანიზაციებს კავშირი არ ჰქონდა საჯარო მოხელეთა პოლიტიკური გემოვნებასთან. 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებიც შეიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend