მთავარისაქართველო„გზაზე ვერ გადავდივართ და სად წავიდეთ?” - სასამართლო „ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებს...

„გზაზე ვერ გადავდივართ და სად წავიდეთ?” – სასამართლო „ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებს განიხილავს

სასამართლო „ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებს განიხილავს – 25 და 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესია ჩანიშნული. დღეს სასამართლოს ანი ახმეტელის, გიორგი ბულიას, მარინა ჟვანიას, ნონა ცინცაძისა და ელენე ჯღარკავას საქმეები უნდა განეხილა. მათ ტროტუარზე დგომით „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან.

ანი ახმეტელის სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა და თეონა დემურხანაშვილმა განახადეს, რომ ბრალდებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიდინა. მათივე განმარტებით, აქცია უკანონო იყო, რადგან მის გასამართად მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა არ ჰქონიათ.

ანი ახმეტელის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, სასამართლოს საქმის განხილვა უნდა შეეწყვიტა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა. მისი განმარტებით, ტროტუარზე პროტესტის გამო პატიმრობა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. მოსამართლე ზვიად ცაკვავამ პასუხად განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისთვის შესაბამის გარეომოებას ვერ ხედავს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ამბობენ, ტროტუარიდან გადადითო. გზაზე ვერ გადავდივართ და სად წავიდეთ? – მე კანონი არ დამირღვევია“, – განაცხადა ანი ახმეტელმა. საბოლოოდ მოსამართლე ავიად ცეკვავამ მისი საქმის განხილვამ 9 იანვრისთვის გადაიდო.

12 თებერვლისთვის გადაიდო სხვა ბრალდებულების: ელენე ჯღარკავას, გიორგი ბულიას, ნონა ცინცაძისა და მარინა ჟვანიას სასამართლო პროცესები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend