მთავარისაქართველოსააპელაციო სასამართლოში 11 პირის საქმეზე პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში 11 პირის საქმეზე პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი იყო, მსჯავრდადებულ გური მირცხულავასა და ერთ-ერთი ადვოკატის პროცესზე არყოფნა.

თუმცა სანამ ამ საქმის განხილვა გადაიდებოდა, პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის გამოყოფილი სივრცე საკმარისი არ არის 11 პირისთვის. მოსამართლე თეა ლეონიძემ კი განაცხადა, რომ სასამართლო შემდეგი სხდომიდან შეეცდება გარკვეული ზომების მიღებას.

ასევე კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა იმას, რომ მედიამ შეძლოს პროცესის გადაღება. შემდეგი სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 იანვარს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს, 3 სექტემბერს ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 11-ივეს მიუსაჯა 2-2 წლით პატიმრობა შემდეგი მუხლით, მონაწილეობა „ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია”.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდადებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით სთხოვს, დაცვის მხარე კი მათ გათავისუფლებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend