მთავარისაქართველომზია ამაღლობელის საქმე სააპელაციო სასამართლოში

მზია ამაღლობელის საქმე სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. ადვოკატები კი მეორე ინსტანციაში მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვენ.

პროკურატურა ითხოვს, ჟურნალისტი გასამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა. ეს კი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს: ადვოკატები მეორე ინსტანციაში მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვენ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ  მზია ამაღლობელი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის ნაცვლად პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა.

„სასამართლომ მიუსაჯა ბევრად უფრო ნაკლები სასჯელი, ვიდრე კანონით არის გათვალისწინებული”, – თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ დასკვნითი სიტყვის ფარგლებში. მანვე პროცესის დაწყებისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა დასრულდა.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სტეიტის კვალი არ აღმოჩნდა“, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომათა დარბაზში.

ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე ათი თვეა, პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend