მთავარისაქართველოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საკანონმდებლ ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარი მიზანიც „საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა“ უწყებამ უკვე შეიმუშავა და პარლამენტსაც წარუდგინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, „სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის“ ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 100 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა „15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.“ 50-ლარიანი სანქცია განისაზღვრება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ჯარიმის ოდენობად 50 ლარი განისაზღვრება ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზეც.

„დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend