მთავარიმსოფლიოდეჰუმანიზაცია როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი

დეჰუმანიზაცია როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი

„რანდის“ანალიტიკურ სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ტერმინი REMVE – ანუ რასობრივად და ეთნიკურად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემიზმი – ეხება პირებს ან ჯგუფებს, რომლებიც თითქოს რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული იდენტობის ე.წ. საფრთხეებისგან თავის დასაცავად მზად არიან იძალადონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინით ძირითადად ქმედებები აღინიშნება, იგი მოიცავს იდენტობის დასაცავად სიძულვილით მოტივირებული თემების ფართო სპექტრსაც. აქვე იგულისხმება ის გზავნილები, რომლებშიც ასახელებენ იმ პირებს, რომლებიც თითქოს სხვას უქმნიან საფრთხეს, მაგალითად, მამაკაცებს, ქრისტიანებს და სხვა.
„რანდის“ სტატიის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის რასობრივად და ეთნიკურად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემიზმი ძირითადად მოიცავს ოთხ თემას. ესენია: დენაციფიკაცია, დეჰუმანიზაცია, ანტისემიტიზმი, დასავლეთის მტრად წარმოჩენა. ესაა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც კრემლი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სამიზნე ქვეყნების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს.
დეჰუმანიზაცია, როგორც ოპონენტებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ფენომენი, უცხო არავისთვის არაა. ავტორიტარულ ქვეყნებს არაერთხელ გამოუყენებიათ ეს ინსტრუმენტი არასასურველი პიროვნებების ან ჯგუფების დისკრედიტაციისთვის, დაკნინებისა თუ განეიტრალებისთვის.
დეჰუმანიზაციის პროცესში გამოყენებულია შემდეგი ძირითადი მექანიზმები: მეტაფორები (ცხოველებთან გაიგივება), დაავადებების სახელწოდებები და მასთან გაიგივება, დემონიზაცია (რელიგიური, რასობრივი და სხვა შინაარსის მეტაფორების გამოყენება), მორალურ საფრთხეებზე მინიშნება, ასევე ყველა ნეგატიური მოვლენის კონკრეტული პირისა თუ  ჯგუფისთვის დაბრალება.
მსგავს რიტორიკას იყენებს კრემლი შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ის ასევე ხელს უწყობს სამიზნე ქვეყნებში მსგავს ნარატივს, კონკრეტულად დასავლური განწყობის შესაცვლელად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის ერთ-ერთ ანგარიში ნახსენებია ტერმინი „სტრატეგიული კონსერვატიზმი“. ესაა ჰიბრიდული ქმედებების შემადგენელი ნაწილი, რომელიც დეჰუმანიზაციის მექანიზმებთან ერთად გამოიყენება. კვლევაში ჩამოთვლილია მიზნები, რომელთა მიღწევაც სურს რუსეთს სტრატეგიული კონსერვატიზმით.

და ეს მიზნებია:

·         მიზნობრივ ქვეყნებში პროდასავლური განწყობის შემცირება;

·         რუსეთის პოლიტიკური ქმედებების მხარდაჭერის გაზრდა;

·         ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მხარდაჭერის შესუსტება;

·         პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე რუსეთის გავლენის შენარჩუნება და ა.შ.

საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი კალატოზიშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend