გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს „თავისუფალი მედიის ჯილდო“ გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია 6 ნოემბერს გაიმართა გერმანიის ქალაქი ჰამბურგში, ჯილდო მიიღეს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორებმა, ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ.
ნორვეგიული და გერმანული ფონდების მიერ ინიცირებული ყოველწლიური „თავისუფალი მედიის ჯილდო“ გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
„თავისუფალი მედიის ჯილდოს“ მფლობელი არის მზია ამაღლობელის ორივე გამოცემა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“


