მთავარისაქართველო„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა” - Amnesty International

„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა” – Amnesty International

ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმიანება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოითხოვოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მათი საქმიანობისა და გრანტების თაობაზე მონაცემები, ისევე როგორც მათი დაცვის მყოფთა შესახებ “უკიდურესად მგრძნობიარე” ინფორმაცია.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა, განაცხადა, რომ ეს ეს ბრძანება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლების საქართველოში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს ზღუდავს, რათა მიზანში ამოიღოს ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მისივე თქმით, სამართლიანობისთვის მებრძოლი და კორუფციასთან მებრძოლი პირების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების იძულება, გასცენ მგრძნობიარე ინფორმაცია, მათ შორის მათი ბენეფიციარების სახელები, ფოტოები, საბანკო ჩანაწერები და ჯანმრთელობის მონაცემები, ზღუდავს ორგანიზაციის დამოუკიდებლობას და ავტონომიას.“ – წერია Amnesty International-ი განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივი შეწყვიტოს პირადი ცხოვრებისა და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების ეს აშკარა დარღვევა.

„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ეს ბრძანება, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას და გარანტიას და უზრუნველყოფას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებს შეეძლოთ მუშაობა შურისძიების შიშის გარეშე”,- წერია განცხადებაში/

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend