22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს და ამ დღეს გარემოსდამცველები განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მწვანე მომავლის შექმნის აუცილებლობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის გადაუდებელ ღონისძიებებზე, ეკოლოგიურ კატასტროფებსა და ამ პროცესებში ადამიანების როლზე.
მწვანე მომავლის შესაქმნელად ბევრი რამ იცვლება – იცვლება ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში არსებული თამაშის წესები. ეს მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორებიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სამშენებლო სექტორი და სხვა.
ასე გაჩნდა ტერმინი სამართლიანი ტრანზიცია, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს გარდაქმნა, რა თქმა უნდა, ეხება ამ სფეროებში დასაქმებულებს, მათ პროფესიებს, მათი ცხოვრების წესს, მათ ფუნდამენტურ უფლებებს…
სწორედ ამ თემაზე მოამზადა ვრცელი სიუჟეტი ევრონიუს ჯორჯიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით.