მთავარიამერიკააშშილონ მასკი პენტაგონის თანამშრომლებს დაემუქრა

ილონ მასკი პენტაგონის თანამშრომლებს დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების, დონალდ ტრამპის, პირველი მრჩეველი ილონ მასკი ღიად დაემუქრა პენტაგონის თანამშრომლებს, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკს პენტაგონში ვიზიტისას ჩინეთთან პოტენციურ ომზე გასაიდუმლოებულ ინფორმაციას გააცნობდნენ.

გამოცემა New York Times ორ ამერიკულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონში აპირებენ, ჩინეთთან ომის დაწყების შემთხვევაში ილონ მასკს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გეგმები გააცნონ.

გამოცემის მიხედვით, კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ბრიფინგის მთავარი თემა ჩინეთი იქნება და დაადასტურა, რომ დღეს, 21 მარტს, ილონ მასკი პენტაგონში იქნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონში ვიზიტი დადასტურდა, დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა და პენტაგონის მთავარმა სპიკერმა ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ New York Times 100%-ით მცდარია. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პენტაგონში ვიზიტისას ჩინეთი აღნიშნულიც კი არ იქნება. ილონ მასკმა კი დაამატა, რომ ის ადამიანები, რომლებიც „წმინდა წყლის პროპაგანდას“ ავრცელებენ, აუცილებლად გასამართლდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend