„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატების ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
„ქართული ოცნება“ დიდ ბრიტანეთთან მიმართებითაც ისევე იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „დიფ სტეითი“ და გლობალური ომის პარტია.
„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სტეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
ტექსტში ასევე წერია, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა.
„სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს”, – ნათქვამია განცხადებაში.
.
ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ინიციატივით დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატი გამოვიდა. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.