მთავარიევროპაალბანეთიალბანეთში მოზარდებისთვის Tik Tok-ი ერთი წლით შეიზღუდება

ალბანეთში მოზარდებისთვის Tik Tok-ი ერთი წლით შეიზღუდება

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც სოციალური პლატფორმის, ტიკ-ტოკის, ერთი წლით აკრძალვას ითვალისწინებს, ახალგაზრდებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, ტკტოკი არ არის ძალადობის წამახალისებელი.

თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ალბანეთის მთავრობა, რომელიც გასულ თვეს ალბანეთში მომხდარ მკვლელობას Tik-tok-ის გავლენას უკავშირებს.

საქმე ეხება 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა თანაკლასელებს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში. ასევე „ტიკტოკზე“ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ უჭერენ მხარს ახალგაზრდები მკვლელობას.

ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რეშენში მცხოვრები მოზარდები ამბობენ, რომ Tik-Tok-ს ისინი  მხოლოდ გასართობად იყენებენ.

,,მე და ჩემს თანატოლებს არ გვსურს Tik-Tok-ის გათიშვა, რადგან ეს პლატფორმა არ არის ჩვენ შორის ჩხუბის გამომწვევი მიზეზი.  Tik-Tok-ით ვერთობით, ვხალისობთ, თავისუფალ დროს ჩვენს  ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ამიტომ არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის აზრს, თითქოს ის ძალადობისკენ გვიბიძგებს“ – ამბობს ალბანეთში მცხოვრები სამუელ სულმანი.

 

Tik-Tok კი ალბანეთის მთავრობისგან მოზარდის მკვლელობის საქმეზე მეტ სიცხადეს  ითხოვს. კომპანია აცხადებს, რომ ვერ იპოვეს შესაბამისი მტკიცებულებები და რომ ამ ინციდენტამდე გავრცელებული ვიდეოები ქვეყნდებოდა არა TikTok-ზე, არამედ სხვა პლატფორმაზე“.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend