მთავარისაქართველოევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს

დღეს, 17 დეკემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისას, ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ განახორციელოს რეალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე.

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ახლა ევროკავშირის დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის გავლენამ რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს. დებატების დროს ევროპარლამენტარებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ.

„საქართველოს მომავალი ევროპულია და ევროკავშირმა მტკიცედ უნდა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა” – აღნიშნეს მათ და განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქმედებებისთვის პასუხს აგებს.

ევროპარლამენტარი რენიერ ვან ლანსხოტი „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა: „ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არა მისი მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის გამო. ახლა კი ეს ხალხი ჩვენს მოქმედებას ელის. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება? დავასანქციროთ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ მხოლოდ სიმდიდრე ადარდებთ. დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები. მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს – ხალხის პრეზიდენტს, ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს ახლა და 29 დეკემბრის შემდეგაც. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა,რომ საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend