მთავარისაქართველოOSCE/ODIHR-ი საქართველოში საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

OSCE/ODIHR-ი საქართველოში საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოხატავს – წერია პლატფორმა X-ზე, OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოდირი ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებს და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში. მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაშალეს. ისინი აქციის მონაწილეთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 16 პირი კი დააკავეს.

თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend