დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ვალენსიაში პროტესტი არ ცხრება. ადგილობრივები რეგიონის ადმინისტრაციის გადადგომას და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ წყალდიდობისას ვალენსიის ხელმძღვანელობის რეაგირება საკმარისი არ იყო. 10 ნოემბერს მრავალათასიანი დემონსტრაციის დროს მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს ადგილობრივების დროულად გაფრთხილება, და მათი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია 200-ზე მეტი პირის დაღუპვა.
ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ წყალდიდობის მასშტაბის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელი იყო. ის პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს და განმარტავს, რომ რეგიონულ ადმინისტრაციას ცენტრალური ხელისუფლებისგან დროულად არ მიუღია გაფრთხილება.
მოსახლეობამ განგაშის შესახებ გაფრთხილება საღამოს 8 საათზე გაეგზავნა, თუმცა ესპანეთის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განგაშის უმაღლესი დონე დილის რვის ნახევრამდე არ გამოცხადებულა.ამ დროს კი ზოგიერთი დასახლება უკვე სრულად დატბორილი იყო.
ბოლო ინფორმაციით, ცუნამისმაგვარ წყალდიდობას 220 პირი ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ქუჩები კი ჯერ ისევ არ არის სრულად გაწმენდილი ტალახისგან და ნანგრევებისგან.